ENews.Ge ახალი ამბები

ორივე ქალი ჩემთვის გმირია..." - რას ამბობს ია ფარულავა შენგელია-გოგიაშვილის დაპირისპირებაზე?

ყო­ფილ მო­დელს ლიკა შენ­გე­ლი­ა­სა და ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს შო­რის სკან­და­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გარ­შე­მო ხმა­უ­რი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა არ წყდე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გო­გი­აშ­ვი­ლი და შენ­გე­ლია ერ­თმა­ნეთს მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნე­ბენ, საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვი­ლის მუ­ქა­რამ­დეც მი­ვი­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად კუ­ლუ­ა­რუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ყო­ფილ მო­დელ ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. იმა­ვე დღეს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს ან­გრევ­დნენ, თუმ­ცა ლიკა შენ­გე­ლია არ უხ­სე­ნე­ბია.

ამის შემ­დეგ ცალ­კე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლიკა შენ­გე­ლი­ამ, სა­დაც წერ­და, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა. პოსტს თან ახ­ლდა ფო­ტო­მა­სა­ლა, თუმ­ცა არც შენ­გე­ლი­ას უხ­სე­ნე­ბია გო­გი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა დის­კუ­სი­ა­ში ღიად და­ა­სა­ხე­ლეს კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

ორი ცნო­ბი­ლი ქა­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მსა­ხი­ობ­მა ია ფა­რუ­ლა­ვა­მაც გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ვახო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­ზე ქორ­წი­ნე­ბი­სას ია ფა­რუ­ლა­ვა და ჯაბა კი­ლა­ძე სა­ლო­მეს მეჯ­ვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ

ფა­რუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა "პურ­სა და სა­ნა­ხა­ო­ბას“ ეძებს, მაგ­რამ ორი­ვე ქალს გმირს უწო­დებს:

"რა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი ხართ, ხალხნო, პური და სა­ნა­ხა­ო­ბა გინ­დათ. კარ­გით, იყოს პური და სა­ნა­ხა­ო­ბა, თქვენც და­ი­ღა­ლეთ, მეც და­ვი­ღა­ლე. თქვი, რამე ამ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბი­თო და ერთს ვი­ტყვი რა, ორი­ვე ქალი ჩემ­თვის არის გმი­რი, იცით, რა­ტომ, ერ­თმა ხუთი და მე­ო­რემ ოთხი შვი­ლი აჩუ­ქა სა­ქარ­თვე­ლოს, ამით გა­აძ­ლი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ცუდ დღე­შია. აბა, მე ვარ ქალი?

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 2016 წელს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან“ ია ფა­რუ­ლა­ვა­ზე სა­უბ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ ფა­რუ­ლა­ვა მას ხში­რად ეკი­თხე­ბო­და რჩე­ვებს და წიგ­ნის და­წე­რა­საც სთა­ვა­ზობ­და ბედ­ნი­ერ ქალ­ზე, ოჯახ­ზე და ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მარ­თვა­ზე.

"ია ფა­რუ­ლა­ვა რამ­დენ­ჯერ­მე სე­რი­ო­ზუ­ლად ჩა­მიჯ­და და მი­თხრა, შენი რჩე­ვა მჭირ­დე­ბაო. ხომ ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ია, სადა, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი?! ჩვენს სა­უ­ბარს რომ მო­უს­მი­ნოს ვინ­მემ, რო­მა­ნი და­ი­წე­რე­ბა. სულ მე­უბ­ნე­ბა: წიგ­ნი და­წე­რე. თუ გინ­და, არ ვთქვათ, რომ შენ ხარ ავ­ტო­რი და რო­მა­ნის სა­ხით გა­მო­ვუშ­ვა­თო. წიგ­ნი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ბედ­ნი­ე­რი ქალი. რა თქმა უნდა, იქ­ნე­ბა თა­ვე­ბი: "რო­გორ შევ­ქმნათ ოჯა­ხი,” "რო­გორ გვყავ­დეს ისე­თი ქმა­რი, რო­გო­რიც ჩვენ გვინ­და,” "რო­გორ ვმარ­თოთ ოჯა­ხუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი”...

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა