ENews.Ge ახალი ამბები

რა არის ბირთვული ზამთარი და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა და პროგნოზები

მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდის ფონ­ზე პენ­სილ­ვა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს უახ­ლე­სი კვლე­ვა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ბირ­თვულ ომს. პროგ­ნო­ზე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლია: წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მას­შტა­ბის შიმ­ში­ლი, მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი და სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის თან­და­თა­ნო­ბი­თი გა­დაგ­ვა­რე­ბა.

Environmental Research Letters -ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ბირ­თვუ­ლი ომე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი და გე­ნე­ტი­კურ რე­სურ­სე­ბის და­კარ­გვას გა­მო­იწ­ვევს, ხოლო “ბირ­თვუ­ლი ზამ­თა­რის“ ეფექ­ტი, რო­მე­ლიც ამ ომებ­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას მოჰ­ყვე­ბა, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად აი­სა­ხე­ბა.

ტერ­მი­ნი “ბირ­თვუ­ლი ზამ­თა­რი“ პირ­ვე­ლად აშშ-სა და სსრკ -ს შო­რის ცივი ომის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. ის ასა­ხავს კლი­მა­ტის იმ ჰი­პო­თე­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­დე­საც მას­შტა­ბუ­რი ომის დროს ასო­ბით ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო­ში უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბის კვამ­ლი და ჭვარტლი გა­იფ­რქვე­ვა, რაც შე­ა­ფერ­ხებს მზის სხი­ვე­ბის ზე­და­პი­რამ­დე მიღ­წე­ვას და პლა­ნე­ტა­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ცე­მას გა­მო­იწ­ვევს.

კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში, “ბირ­თვუ­ლი ზამ­თრის“ ეფექ­ტი 10 წელ­ზე მეტ ხანს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, რაც იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც პირ­ველ აფეთ­ქე­ბებს გა­და­ურ­ჩე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან შიმ­შილს გა­მო­იწ­ვევს.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გა­შე­ნე­ბუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის მა­გა­ლით­ზე გან­სა­ზღვრეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ბირ­თვუ­ლი ომი პი­რო­ბებ­ში ატ­მოს­ფე­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 165 მი­ლი­ონ ტონა ჭვარტლი მოხ­ვდე­ბა, რის შე­დე­გა­დაც სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 80%-ით შემ­ცირ­დე­ბა. რე­გი­ო­ნუ­ლი ბირ­თვუ­ლი ომის დროს რო­მე­ლიც მხო­ლოდ 5,5 მი­ლი­ონ ტონა ჭვარტლს გაფ­რქვე­ვას გა­მო­იწ­ვევს, სი­მინ­დის მსოფ­ლიო წარ­მო­ე­ბა 7%-ით იკ­ლებს.

"ატო­მუ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ტალ­ღა და ცე­ცხლო­ვა­ნი ბურ­თი სტრა­ტოს­ფე­რო­ში აზო­ტის ოქ­სი­დებს წარ­მოქ­მნის“, - გან­მარ­ტა­ვენ მეც­ნი­ე­რე­ბი. “აზო­ტის ოქ­სი­დე­ბის არ­სე­ბო­ბა და ჭვარტლის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ოზო­ნის ფე­ნას გა­ა­ნად­გუ­რებს, ეს კი ულტრა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას გაზ­რდის, რაც დამ­ღუპ­ვე­ლად აი­სა­ხე­ბა მცე­ნა­რე­თა ქსო­ვი­ლებ­ზე და კი­დევ უფრო შე­ზღუ­დავს წარ­მო­ე­ბუ­ლი სურ­სა­თის რა­ო­დე­ნო­ბას", - ვკი­თხუ­ლობთ კვლე­ვა­ში.

"თუ გვინ­და გა­დარ­ჩე­ნა, უნდა ვი­ყოთ მზად, თუნ­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­დე­გე­ბის­თვის,“ - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი მცე­ნა­რე­თა იმ გამ­ძლე ჯი­შე­ბის გა­მოყ­ვა­ნაა, რომ­ლე­ბიც ცივ ამინ­დშიც, დრო­ის შე­და­რე­ბით მცი­რე პე­რი­ოდ­ში იძ­ლე­ვი­ან მო­სა­ვალს. უკვე სა­ვა­რა­უ­დო კონ­ფლიქ­ტამ­დე დიდ რა­ო­დე­ნო­ბით უნდა იქ­ნეს დამ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი “სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­რე­ბე­ბი“, რომ­ლე­ბიც სწო­რედ ამ სა­ხის მცე­ნა­რე­თა თეს­ლით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ეს და­ეხ­მა­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას ომის შემ­დგომ არას­ტა­ბი­ლურ წლებ­ში თან­და­თან აღად­გი­ნოს ლო­გის­ტი­კუ­რი ჯაჭ­ვი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის მი­ხედ­ვით, მსოფ­ლიო სა­სურ­სა­თო წარ­მო­ე­ბის ომამ­დელ მას­შტა­ბე­ბის მიღ­წე­ვას მი­ნი­მუმ 10-12 წე­ლი­წად­ში შეძ­ლებს, მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ შიმ­ში­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შე­ი­წი­რავს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა