ENews.Ge ახალი ამბები

ქალმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე 45 წლამდე ქალი მოკლა

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდში, ქალმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე 45 წლამდე ქალი მოკლა | შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქალაქის ერთ-ერთ უბანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ცივი იარაღითაა მოკლული და მას სხეულზე 14-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ქალს გაქცევა არ უცდია და ის, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა