ENews.Ge ახალი ამბები

"ნათიას ბინის გასარემონტებელი ფული გამოუგზავნია და რომ ჩამოვიდა ბინა გაურემონტებელი დახვდა, ამაზე უჩხუბიათ" - მეგობრის მკვლელობის ახალი დეტალები

ზუგ­დიდ­ში მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ­კვე­ვენ. რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, 34 წლის ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა 42 წლის ნა­თია აფხა­ზა­ვა სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე ჩარ­ტყმით მოკ­ლა.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულს 14 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მოკ­ლუ­ლი და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გობ­რობ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლი ქალი ამ ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვია. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ქმა­რი და ნა­თია აფხა­ზა­ვა ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

ამი­ტომ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს მკვლე­ლო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, ამას ახ­ლობ­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ. ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ნა­შა­ვე მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი. მას მი­მალ­ვა არ უც­დია. და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი ახლა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი გვიყ­ვე­ბა, ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მან თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა.

ნა­თია ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი


რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ერთი ვერ­სი­ით, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი ფუ­ლია. რო­გორც მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, მოკ­ლულ ქალს თან­ხა გა­მო­უგ­ზავ­ნია ნა­თია აფხა­ზა­ვას­თვის, რათა ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე მისი ბინა გა­ე­რე­მონ­ტე­ბი­ნა.

"მოკ­ლუ­ლი ნა­თია ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლია გერ­მა­ნი­ი­დან. მკვლე­ლის ქმა­რი და ნა­თია მა­მი­დაშ­ვილ-ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო. ყვე­ლა­ნი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ამ ამ­ბით. ქმა­რიც ჰყავს და შვი­ლე­ბიც. ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი იყო. ენერ­გი­უ­ლი სი­ცო­ცხლით სავ­სე. გა­და­სა­რე­ვი ოჯა­ხი ჰქონ­და. ფული გა­მო­უგ­ზავ­ნია ამ ქალ­თან ბი­ნის გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი. რომ ჩა­მო­ვი­და ბინა გა­უ­რე­მონ­ტე­ბე­ლი დახ­ვედ­რია ნა­თი­ას და ამის გამო მოს­ვლი­ათ ჩხუ­ბი. მერე ეტყო­ბა დანა აიღო და ასე სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. რომ მიხ­ვდა მოკ­ლა, თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­უ­ყე­ნე­ბია. ახლა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ნა­თია აფხა­ზა­ვა


მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდა ქალს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს კი­დევ ერთი მისი ნაც­ნო­ბი. ახ­ლობ­ლე­ბი ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ნა­თია აფხა­ზა­ვა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ბაბს არ მის­ცემ­და.

"ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მომ­ხდარს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი აქვს ნა­თი­ას. გერ­მა­ნე­ლი მე­უღ­ლე ჰყავს, მა­საც ვიც­ნობ პი­რა­დად და ორ შვილს ზრდი­და. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა კარ­გი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს. ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზეო ით­ქვა, მაგ­რამ ეგ სი­სუ­ლე­ლე ვერ­სია მგო­ნია. არ მჯე­რა. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი მომ­ხდარს და იმე­დი მაქვს გა­ირ­კვე­ვა სი­მარ­თლე და დამ­ნა­შა­ვე სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბა. მე არ ვიც­ნობ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს. რო­გორც გა­ვი­გე, ის წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ყო­ფი­ლა. ზუგ­დი­დე­ლი არ არის. და­ნა­შა­უ­ლი ზუგ­დიდ­ში მოხ­და. არც ის ვიცი რა­ტომ დატ­რი­ალ­და ასე­თი სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, მაგ­რამ იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნა­თია აფხა­ზა­ვა სხვას არ აწყე­ნი­ნებ­და. არც ის ვიცი იყო თუ არა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს სხვა პი­რე­ბიც ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას. ვე­რა­ვინ რო­გორ ვერ და­ეხ­მა­რა. ალ­ბათ მეტი დე­ტა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა" - თქვა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა ექიმ­მა, რო­მე­ლიც პი­რა­დად შეხ­ვდა მკვლე­ლო­ბის დღეს მოკ­ლულ ქალს.

რო­გორც ჩანს, ნა­თია აფხა­ზა­ვა სტუმ­რად იყო მი­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის სახ­ლში. ერთ- ერთი ად­გი­ლობ­რი­ვიც ადას­ტუ­რებს, რომ მათ შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და.ფაქ­ტზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა