ENews.Ge ახალი ამბები

მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია… დამნაშავეს 5 წელი მოაკლეს პატიმრობის” – როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა

2020 წლის ივ­ნის­ში, თბი­ლი­სის ერთ უბან­ში, რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სევა შა­მო­ი­ა­ნი ცო­ცხლად იწო­და – მა­მა­კა­ცი კი, რო­მელ­მაც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე გა­ი­მე­ტა, უყუ­რებ­და და არა­ფერს აკე­თებ­და. უმ­ძი­მეს შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ტე­ლე­ფო­ნით მუ­ქა­რე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ის, რაც იმ დღეს მოხ­და, არა მხო­ლოდ სევა შა­მო­ი­ა­ნის, არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის იყო შოკი.

სე­ვამ გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ის დღემ­დე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, ამ­ჯე­რად საფ­რან­გეთ­ში. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­სრულ­და, დამ­ნა­შა­ვეს 17 წელი მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ მუხ­ლი გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და სას­ჯელს 5 წელი მო­აკ­ლო.

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი შალ­ვა გო­გო­ლა­ძე, ახლა ცი­ხე­ში სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით ზის.

სევა კი თა­ვის ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს: უკვე არა მხო­ლოდ გა­დარ­ჩე­ნის­თვის, არა­მედ იმის­თვის, რომ ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან და­ი­წყოს. თე­რა­პი­ას საფ­რან­გეთ­ში გა­დის. სა­უბ­რი­სას ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებს, მაგ­რამ გვიყ­ვე­ბა თა­ვის ახ­ლან­დელ ცხოვ­რე­ბა­ზე და ნა­ნობს, რომ მას­ზე ძა­ლა­დო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან პო­ლი­ცი­ას არ მი­მარ­თა

– სევა, ახლა რო­გორ ხარ, რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა?

– საფ­რან­გეთ­ში ვცხოვ­რობ მე­სა­მე წე­ლია. დღემ­დე გავ­დი­ვარ თე­რა­პი­ებს, მა­სა­ჟებს. სრულ­ყო­ფი­ლად, რო­გორც ადრე, ვე­ღარ ვცხოვ­რობ, ფე­ხე­ბის გამო. არ შე­მიძ­ლია დიდ­ხანს სი­ა­რუ­ლი, დიდ­ხანს ჯდო­მა, წოლა, სულ უნდა ვიც­ვა­ლო პო­ზე­ბი. ეს ფი­ზი­კუ­რი და რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ და მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ძა­ლი­ან რთუ­ლად ვარ.

– რო­გო­რი იყო თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმ ტრა­გი­კულ დღემ­დე, რა ოც­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მა­შინ­დელ სე­ვას?

– ორ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი, სას­ტუმ­რო­ში მე­ნე­ჯე­რად და მე­ი­ქაფ არ­ტის­ტად.

– რო­გორ გა­ი­ცა­ნით დამ­ნა­შა­ვე?

– შემ­თხვე­ვით, წვე­უ­ლე­ბა­ზე. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღემ­დე რვა-ცხრა თვით ადრე.

– ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან იყო და­სა­წყის­ში რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი, რომ მა­შინ­ვე უნდა მო­გე­შო­რე­ბი­ნათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან?

– დიახ, ნიშ­ნე­ბი იყო, რო­დე­საც მე­მუქ­რე­ბო­და, რა­საც სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვი­ღებ­დი, უბ­რა­ლოდ ვბლო­კავ­დი. ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა იყო, რომ თა­ვი­დან­ვე არ მქონ­და ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა. რთუ­ლია ამ ადა­მი­ან­ზე ჩემ­თვის სა­უ­ბა­რი, არ მინ­და, რომ დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვი­დე. მე­უბ­ნე­ბო­და მოგ­კლავ… ერ­თად არ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მუ­ქა­რა რომ და­მი­წყო ჩემი ბრა­ლია თა­ვი­დან­ვე არ მო­ვახ­დი­ნე რე­ა­გი­რე­ბა. არ მე­გო­ნა, რომ უმი­ზე­ზოდ შე­ეძ­ლო ასე გა­ე­წი­რა ადა­მი­ა­ნი.

– რას გუ­ლის­ხმობთ, მუ­ქა­რე­ბის შე­სა­ხებ თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის გეთ­ქვათ თუ პო­ლი­ცია ჩა­გე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში?

– პო­ლი­ცი­ის­თვის უნდა მი­მე­მარ­თა, რად­გან ხან­და­ხან ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ვერ გიშ­ვე­ლი­ან. მე ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი. იმ დროს ჩემი დაც სახ­ლში იყო, მაგ­რამ რო­გორ უნდა ეშ­ვე­ლა, ამ დროს პო­ლი­ცი­ას უნდა მი­მარ­თო.

– ბოლო დღე­ებ­ში გქონ­დათ რა­ი­მე წი­ნათ­გრძნო­ბა, ცუ­დის მო­ლო­დი­ნი?

– შე­იძ­ლე­ბა ახლა მის­ტი­კუ­რად ჟღერ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გარ­დაც­ვლი­ლი ბიძა და­მე­სიზ­მრა, ჩემი წაყ­ვა­ნა უნ­დო­და. ხელი ვკა­რი და სწრა­ფად გა­ვი­ქე­ცი, ზუს­ტად ასე ვი­ყა­ვი იმ დღეს, ცე­ცხლშიც, მსგავ­სი გან­ცდე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ეს ნი­შა­ნიც იყო, მაგ­რამ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ვე­რა­სო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ყო­ვე­ლი წამი მახ­სოვს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე მო­რა­ლუ­რი ტკი­ვი­ლი. სა­ში­ნე­ლე­ბაა, ამას ვერ აღვწერ. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, რომ ვინ­მემ იგი­ვე გა­ნი­ცა­დოს. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ადა­მი­ანს, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის მი­მართ ასე­თი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა შე­ეძ­ლო.

– სევა, ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩით, რამ გიშ­ვე­ლათ რე­ა­ლუ­რად, უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეთ…

– ძა­ლი­ან დიდი ომი გა­ვი­ა­რე. რა თქმა უნდა, ეს ექი­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ გა­მომ­წე­რეს, ჯერ კი­დევ ვერ დავ­დი­ო­დი. ჩემი სამ­სა­ხუ­რი იყო ის, რომ სა­კუ­თა­რი თავი ფეხ­ზე უნდა და­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, დიდი ხანი ვიბ­რძო­დი, ვფიქ­რობ­დი, ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდა. ერთ დღე­საც გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, რომ უნდა ვცა­დო. დედა 24 სა­ა­თი ჩემს გვერ­დით იყო. მე­გობ­რე­ბიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მა­კი­თხავ­დნენ, მარ­თობ­დნენ. ფონ­დი გახ­სნეს და ფი­ნან­სუ­რად და­მეხ­მარ­ნენ. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მედ­გა მხარ­ში.

– დამ­ნა­შა­ვის ოჯა­ხის მხრი­დან არა­ნა­ი­რი ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია არ მი­გი­ღი­ათ, გა­სა­გე­ბია, რომ ამ ადა­მი­ანს მი­უ­სა­ჯეს 17 წელი, მაგ­რამ…

– არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ 5 წელი მო­აკ­ლეს, რად­გან მო­სა­მარ­თლე შე­იც­ვა­ლა და ამა­ზე დღემ­დე იბ­რძვის ჩემი ად­ვო­კა­ტი. დიახ, ასე­თი უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და. მე რა თქმა, მის­თვის სას­ტი­კი სას­ჯე­ლი მინ­დო­და, ადა­მი­ა­ნი ცო­ცხლად დამ­წვა. გა­დის წლე­ბი და მგო­ნია, რომ ყვე­ლა წელს უფრო შე­ვიმ­სუ­ბუ­ქებ ტკი­ვილს, მაგ­რამ პი­რი­ქით ხდე­ბა. ეგ ადა­მი­ა­ნი ბო­ლოს სა­სა­მარ­თლო­ში ვნა­ხე, მისი ხმა გა­ვი­გე, დის­ტან­ცი­უ­რად ერ­თვე­ბო­და. დარ­ბაზ­ში რომ შე­ვე­დი, ვკოჭ­ლობ­დი, ვერ დავ­დი­ო­დი. ცი­ნი­კუ­რად მე­უბ­ნე­ბო­და, მოდი, მოდი… შე­იძ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად იქ­ცე­ო­და ასე, რომ შე­უ­რა­ცხა­დად ეღი­ა­რე­ბი­ნათ. ძა­ლი­ან მი­ჭირ­და სა­უ­ბა­რი, აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მისი ხმა რომ მეს­მო­და უფრო ცუ­დად ვხდე­ბო­დი. იცი­ნო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, ილა­პა­რა­კე, მიდი, მიდი…

– რით იმარ­თლებ­და თავს, იმას ხომ ვერ იტყო­და, რომ შემ­თხვე­ვის დროს იქ არ იყო…

– თა­ვი­დან ამა­საც ცდი­ლობ­დნენ, იმ­დე­ნად უაზ­რო ად­ვო­კა­ტე­ბი ჰყავ­და. ამ­ბობ­დნენ, რა იცით, რომ მა­გის სან­თე­ბე­ლა იყოო. შემ­დეგ აღი­ა­რა, მაგ­რამ თქვა, რომ მოკ­ვლას არ მი­პი­რებ­და და შე­ში­ნე­ბა უნ­დო­და. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბი­სა­საც აღი­ა­რა და ად­ვო­კა­ტი რომ აუყ­ვა­ნეს, შემ­დეგ უარ­ყოფ­და.

– სა­სა­მარ­თლომ არ და­ა­კის­რა ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია?

– არა და დღემ­დე არ ვიცი რა­ტომ. მე „სა­ფა­რის“ ორ­გა­ნი­ზა­ცია მი­ცავ­და და ად­ვო­კა­ტი აქამ­დე მუ­შა­ობს ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი.

– მის ოჯახ­ზე რა გვე­ტყვით, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რობ­დნენ, თქვენ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა თუ უც­დი­ათ?

– რო­გორც ვიცი, აქ­ტი­უ­რობ­დნენ, უპატ­რო­ნო არ იყო, მა­გი­ტომ ჰყავ­დათ ბევ­რი ად­ვო­კა­ტი. ერთხელ ფულ­საც გვთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ რომ აგ­ვე­ღო, ამას სა­სა­მარ­თლო­ში სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ.

დიახ, რომ გავ­ჩერ­დე, შემ­დეგ ვე­ღარ ვივ­ლი. ახ­ლაც ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი მაქვს ჯან­მრთე­ლო­ბის. წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა ჩემი ფე­ხე­ბის­თვის არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში კანი გა­და­მი­ნერ­გეს და ბევ­რი კანი მო­მაჭ­რეს, გვერ­დე­ბი­დან, მუც­ლი­დან. მინ­და, რომ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თო და მინ­და, თავი ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რძნო. აქ ოჯა­ხის გა­რე­შე ჩა­მო­ვე­დი, მარ­ტო. მე­გო­ნა აქ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი არ ფი­ნანსდე­ბა და მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მი­ტა­რე­ბენ. ამის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა. რთუ­ლია ჩემ­თვის სამ­სა­ხუ­რი პოვ­ნა, რად­გან ფე­ხე­ბის გამო, ვერ ვმუ­შა­ობ ისე, რო­გორც ადრე. შშმ პი­რის სტა­ტუ­სი მაქვს, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არა. რომ გი­თხრათ, რომ კარ­გად ვარ, არა, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს და მჯე­რა, რომ ოდეს­მე კარ­გად ვიქ­ნე­ბი.

– სევა, გა­დის წლე­ბი და ახ­ლოვ­დე­ბა მისი გა­მოს­ვლის დრო, თან რო­დე­საც მას სას­ჯე­ლი შე­უმ­ცი­რეს…

– მას შემ­დეგ რაც ცო­ცხლად და­ვიწ­ვი, ღმერ­თის გარ­და არა­ვი­სი აღარ მე­ში­ნია. თუმ­ცა ძა­ლი­ან მი­ჭირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა, არ მინ­და იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ მე მანდ ვარ და ვიცი, ისიც სა­დღაც მანდ არის.

– ინ­ტერ­ვი­უმ­დე მიყ­ვე­ბო­დით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მხრი­დან იყო თქვე­ნი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც… შე­იძ­ლე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნის ცო­ცხლად დაწ­ვას ვინ­მე ამარ­თლებ­დეს?

– რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დე­ნი აზ­რია. წერ­დნენ, რომ თუ დაწ­ვა, დამ­ნა­შა­ვე იყო, ცოლი იყო, საყ­ვა­რე­ლი… ასეთ კო­მენ­ტა­რებს ვინც წერს, ისიც მის­ნა­ი­რია, იმა­ვეს გა­ა­კე­თებს სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქონ­დეს.

– რას ეტყო­დით იმ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ახლა გა­დი­ან იგი­ვე გზას, რო­დის უნდა ჩარ­თონ გან­გა­შის სიგ­ნა­ლი? თქვენ გა­დარ­ჩით, მაგ­რამ ბევ­რი ქალი ვერ გა­დარ­ჩა…

– ხში­რად უთ­ქვამთ, რომ აი, დღეს და­მარ­ტყა და ხვალ აღარ გა­ი­მე­ო­რებს, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე წა­მებ­ში გა­მო­ა­ჩენს თავს მო­ძა­ლა­დედ, იქვე უნდა და­ას­რუ­ლო. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს შე­ვიწ­რო­ე­ბა ფი­ზი­კუ­რია თუ მო­რა­ლუ­რი. მა­შინ­ვე უშ­ვე­ლო თავს. სათ­ქმე­ლად ად­ვი­ლია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად რთუ­ლია ამას მიხ­ვდე. ქა­ლე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ჯა­როდ უნდა სა­უბ­რობ­დნენ, მოჰ­ყვნენ სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ე­ბი და ამით სიგ­ნა­ლი უნდა მი­ვა­წო­დოთ სხვა ქა­ლებს.

– ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს გკი­თხავთ, რა სა­ხის ოპე­რა­ცი­აა, რო­მე­ლიც ახლა გჭირ­დე­ბათ და და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ თუნ­დაც მუ­შა­ო­ბა შეძ­ლოთ.

– სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხა მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია რაც მინ­და გა­ვი­კე­თო 10 ათა­სი ევრო ჯდე­ბა, ანა­ლი­ზე­ბით და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წო­ლით. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი თუ ვინ­მეს დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა. თუმ­ცა რა თქმა უნდა, არა­ვის ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ.

თუ სე­ვას დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გაქვთ, თან­ხის გა­და­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შებ­ზე:

  • თბს: GE02TB7825745068100016
  • საქ: GE21BG0000000178213100
  • მიმ­ღე­ბი: სე­ვას დედა – ირი­

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა