ENews.Ge ახალი ამბები

უსასტიკესი მკვლელობა მოხდა,ქმარი ცოლს მცირეწლოვანი ქალიშვილის წინ გაუსწორდა .

ყაზახეთში  სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და, მა­მა­კა­ცი ორ­სულ მე­უღ­ლეს მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის თვალ­წინ გა­უს­წორ­და.

32 წლის აი­ზათ ჯუ­მა­ნო­ვა და აი­ბარ ჟან­ბო­ლა­ტი ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით, ჟე­ტი­სუს ოლ­ქის აქ­სუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბა­ლა­საზ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მე­უღ­ლე­ებს ცხე­ნე­ბის ფერ­მა ჰქონ­დათ. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და და მალე მე­ო­რე შვილს ელოდ­ნენ.

ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, აი­ბა­რი ცოლს სის­ტე­მა­ტუ­რად სცემ­და. აი­ზა­თი ჩი­ო­და ცე­მის გამო, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ის­თვის არას­დროს მი­უ­მარ­თავს. ტრა­გე­დი­ის დღეს მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლე შვი­ლის თვალ­წინ სას­ტი­კად სცე­მა, შემ­დეგ კი ცხენ­ზე მი­ა­ბა და ათ­რია ისე, რო­გორც ამას შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აკე­თებ­დნენ.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. აი­ზათს და­ხუ­რუ­ლი ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა, ქა­ლის ფუ­ძის, მენ­ჯის ძვლე­ბი­სა და კი­დუ­რე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ორ­სულ ქალს მყე­სე­ბი ჰქონ­და და­წყვე­ტი­ლი, ასე­ვე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ნა­კაწ­რე­ბი და სის­ხლი­ა­ნი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­წა­ზე თრე­ვის­გან.

“რო­დე­საც ტან­საც­მე­ლი გავ­ხა­დეთ, ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ვი­კა­ვეთ. დე­დას მა­შინ­ვე გული წა­უ­ვი­და. სხე­უ­ლის ყვე­ლა ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. რო­დე­საც თავ­ზე მოვ­კი­დე ხელი, კე­ფის ნა­წი­ლი რბი­ლი იყო, თით­ქოს გა­ტე­ხი­ლი, თმა სვე­ლი. სახე გა­შა­ვე­ბუ­ლი და შე­შუ­პე­ბუ­ლი ჰქონ­და. ქვე­და ყბა მო­ტე­ხი­ლი… თი­თე­ბი გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი“, – იხ­სე­ნე­ბენ დები.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ აი­ბა­რის ოჯა­ხი და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და და სას­წრა­ფო არ გა­მო­ი­ძა­ხეს. აი­ზა­თის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ მის­მა ოჯახ­მა მხო­ლოდ დი­ლით გა­ი­გო. “ჩემი გოგო უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სი­ძის ნა­თე­სა­ვებ­მა მან­ქა­ნი­დან მან­ქა­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის ორ სა­ათ­ზე სა­ოლ­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს. ჩვენ კი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა სა­ათ­ზე შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს. სა­ა­ვად­მყო­ფო ჩვენ­გან სულ რა­ღაც 20 წუ­თის სა­ვალ­ზეა. სი­ძის ნა­თე­სა­ვებ­მა ჯერ ყვე­ლა კვა­ლი წა­შა­ლეს, რათა შვი­ლი გა­ე­მარ­თლე­ბი­ნათ და ჩვენ მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გვი­თხრეს. მათ სას­წრა­ფოც კი არ გა­მო­ი­ძა­ხეს“, – ამ­ბობს აი­ზა­თის დედა.

თა­ვად აი­ბა­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ცოლი მე­ო­რე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და, რო­დე­საც სელფს იღებ­და. მა­მა­კა­ცის ახ­ლობ­ლე­ბი მის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლო­ბენ, აღი­ა­რე­ბენ მხო­ლოდ იმას, რომ ცოლს სცემ­და, მაგ­რამ უარ­ყო­ფენ ცხე­ნით წა­მე­ბას.

წყვი­ლის პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

აი­ბარ ჟან­ბო­ლა­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა