შეიძლება თუ არა რომ ღარიბაშვილმა საკუთარი პარტია შექმნას მანამ, სანამ დააკავებენ? რა თქვა ირაკლი კობახიძემ, ყოფილ პრემიერ მინისტრზე.
🔻 ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ყოფილ პრემიერზე და “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარეზე, ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. ტვ პირველის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, შეიძლება თუ არა რომ ღარიბაშვილმა საკუთარი პარტია შექმნას მანამ, სანამ დააკავებენ?
🔻 კითხვის საპასუხოდ კობახიძეს არაფერი უთქვამს მისი წინამორბედის სავარაუდო დაკავების შესახებ, მან მხოლოდ პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ “არ ჰგონია” ღარიბაშვილმა ახალი პარტია შექმნას.
- ტვ პირველის ჟურნალისტი: ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება ვნახოთ გამოძიების ინტერესის საგანი?
- კობახიძე: სპეკულაციური არასწორი და არაჯანსაღი კითხვებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ იქნება. ეს არის ჩემი რწმენა.
- ტვ პირველის ჟურნალისტი: გქონდათ ღარიბაშვილთან კომუნიკაცია?
- კობახიძე: კი, არაერთხელ ბოლო პერიოდში, მათ შორის, მას შემდეგ, რაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარეობა. თუ არ ვცდები, ერთხელ თუ ორჯე მქონდა კომუნიკაცია რაღაც თემებზე
- ტვ პირველის ჟურნალისტი: კალაძის წარდგენაზე რატომ არ იყო, თუ გაბრაზებული არ არის?
- კობახიძე: მან თქვა, რომ პოლიტიკიდან გავიდა და რატომ უნდა მოსულიყო?
- ტვ პირველის ჟურნალისტი: პოლიტიკიდან არჩილ თალაკვაძეც გავიდა, მაგრამ ვნახეთ კადრში.
- კობახიძე: ის მოვიდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენელი…ყოფილი პრემიერმინისტრი გავიდა პოლიტიკიდან და რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოსვლა, ცალკე სპეკულაციებს მოაყოლებდით მერე მაგას.
- ტვ პირველის ჟურნალისტი: შეიძლება, რომ ახალი პარტია შექმნას სანამ დააკავებთ?
- კობახიძე: არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ გეტყვით პარტიებთან დაკავშირებით…
- ტვ პირველის ჟურნალისტი: ღარიბაშვილმა შეიძლება, რომ პარტია შექმნას სანამ დააკავებთ?
- კობახიძე: სიმართლე რომ გითხრათ, არ მგონია, მაგრამ მე როგორ გითხრათ სხვის მაგივრად ვინ რა შეიძლება დააპიროს…












