ENews.Ge ახალი ამბები

შუახნის მამაკაცს ქუჩაში ავტომატიდან ესროლეს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.  ინციდენტი დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ფეხით მოსიარულე შუახნის მამაკაცს ავტომატით თავს დაესხნენ.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
პირი, რომელმაც ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: მედიაპლატფორმა “გურია”

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა