მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა 19 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
გურჯაანში ავარიას 19 წლის გიორგი არსენიშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაჭრეთში მოხდა.
- თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ამობრუნდა.
შედეგად მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა












