ENews.Ge ახალი ამბები

დაკავებულია თუ არა 14 წლის გოგონაზე მოძალადე , ცნობილი მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი.პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე. სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი წერს, რომ „ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა“.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა