ENews.Ge ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრად ჩასული ახალგაზრდა, მდინარეში დაიხრჩო.

სენაკში, მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნოქალაქევის ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ცხედარი უკვე ამოსვენებულია.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იმყოფებოდა სამეგრელოში.

სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა