საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა – საქმიანობები, სადაც ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ
საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ხელფასის მოცულობა 2 056.7 ლარს შეადგენდა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 212.9 ლარიმშენებლობა – 3 682.9 ლარისაფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 526.0 ლარისამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 154.3 ლარიპროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 108 ლარი ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 797.4 ლარი, ხოლო კაცების – 2 738.1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 146.8 ლარი (8.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 287.1ლარი (11.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
გარდა ნომინალური ხელფასისა, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში გაიზარდა ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც. აქ ზრდამ 230.8 ლარი (10.5%) შეადგინა და 2 420.9 ლარი გახდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 277.5 ლარი,წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) და მშენებლობის (3 687.6ლარი, გაიზარდა 15.1 პროცენტით) სფეროებში. განაგრძეთ კითხვა












