ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაღუპული ქვეითი ქალი მაია მასურაშვილია
ავარია გუშინ საღამოს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე ფეხით მიმავალ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა | 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, 10 წლამდე ბავშვი კი დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.












