ENews.Ge ახალი ამბები

ცნობილი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების გამო დააკავეს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა, გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ლი­ლუ­აშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა ქრთა­მის აღე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლად ედე­ბა ქრთა­მის აღე­ბა ჩვენს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში.

პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დი: 2022 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში, მან თურ­ქი ინ­ვეს­ტო­რი ჩა­ღა­თაი ულ­ქე­რის­გან ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ქრთა­მის სა­ხით აიღო 1 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რათა მას ლო­ბი­რე­ბა გა­ე­წია ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბი­სათ­ვის.

მე­ო­რე ეპი­ზო­დი: 2022 წლის თე­ბერ­ვლის თვე­ში, ამ შემ­თხვე­ვა­შიც რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის მეშ­ვე­ო­ბით, კომ­პა­ნია “ექ­სპრეს­სერ­ვი­სი 2008-ის’’ დამ­ფუძ­ნე­ბელ გი­ორ­გი ხა­ჟა­ლი­ას გა­ზი­ფი­კა­ცი­ის ტენ­დერებ­ში დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ მოს­თხო­ვა და გა­მო­არ­თვა მი­ლი­ონ ხუ­თა­სი ათა­სი ლარი.

მე­სა­მე ეპი­ზო­დი შე­ე­ხე­ბა 2021-2023 წლებს, რო­დე­საც მი­უ­ხე­და­ვად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლი­სა, ქვე­ყა­ნა­ში მა­ინც რჩე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრი. მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქოლ-ცენ­ტრე­ბი­დან დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ეკუთ­ვნო­და პირ­თა ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან სხვა­დას­ხვა ოპო­ზი­ცი­ურ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას აფი­ნან­სებ­დნენ, ხოლო ქოლ-ცენ­ტრე­ბის შე­და­რე­ბით მცი­რე ნა­წი­ლის ძი­რი­თა­დი მფარ­ვე­ლი იყო გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბას მისი ნა­თე­სა­ვის, სან­დრო ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ქრთა­მის სა­ხით, სან­დრო ლი­ლუ­აშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 1 365 000 აშშ დო­ლა­რი მი­ი­ღო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვე ვაც­ნო­ბებთ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პი­რე­ბის მი­მართ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ვერ­სი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სხვა თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის არ­სე­ბო­ბა, ხოლო თა­ვის მხრივ ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ აშუ­ქებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნდათ.

მე­ო­თხე ეპი­ზო­დი: გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ქრთა­მის აღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მფარ­ვე­ლო­ბას უწევ­და თა­ვის მე­გო­ბარს, თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­ბავ­შვო ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ დი­რექ­ტორს, კახა გვან­ცე­ლა­ძეს, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მიერ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა­ში მე­წარ­მე სუ­ბი­ექ­ტე­ბის­გან ქრთა­მის სა­ხით გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხებს, ე.წ. “ატ­კა­ტებს’’ იღებ­და.

ლი­ლუ­აშ­ვი­ლი-გვან­ცე­ლა­ძის ხსე­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძეს ჩარ­თუ­ლი ჰყავ­და სა­ა­გენ­ტოს ფი­ნან­სუ­რი აღ­რი­ცხვი­სა და გა­ან­გა­რი­შე­ბის, ასე­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ყვე­ლა მათ­გა­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის და­კი­თხულ­ნი არი­ან მოწ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის და სხვა­თა მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი. ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის ვი­დეო და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი.

  • გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “გ’’ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლის “ე’’ ქვე­პუნ­ქტით, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და მას­თან ერ­თად სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით.

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ვაგ­რძე­ლებთ კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლას მისი ის­ტო­რი­ულ მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნის და მაქ­სი­მა­ლუ­რი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბრი­ფინ­გამ­დე, სუს-ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე მი­ვი­და, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა