ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა გარდაიცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში (არიხლი) ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 3 შვილის დედა გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 22 დეკემბერს საღამოს მოხდა.
ქალი სახლში სააბაზანოში ყოფნისას ნახშირორჟანგის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.












