ENews.Ge ახალი ამბები

"უკრაინის ეკლესიამ აღადგინა უსამართლოდ შეჩერებული ჩემი მღვდელმოქმედება" - პეტრე კოლხის თქმით, ის ფილადელფიაში არსებული უკრაინული ეკლესიის მღვდლად დაადგინეს

პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია (კოლ­ხი), რო­მელ­საც 2024 წელს სი­ნო­და­ლურ­მა კო­მი­სი­ამ მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა შე­უ­ჩე­რა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მას მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ამ აღუდ­გი­ნა და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქარ­თვე­ლი სამ­წყსოს მღვდლად და­ად­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, მან სა­ქარ­თვე­ლო ა.წ. ივ­ლის­ში და­ტო­ვა და აშშ-ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

"სა­ქარ­თვე­ლო, მარ­თლა რა­ტომ არ და­ი­ღა­ლე ამ­დე­ნი შვი­ლის გას­ხვი­სე­ბით !

მო­ხა­რუ­ლი ვარ და მსურს თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მად­ლით აღ­სავ­სე ამ­ბა­ვი.

უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ამ, აღად­გი­ნა რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ უსა­მარ­თლოდ შე­ჩე­რე­ბუ­ლი ჩემი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა და და­მად­გი­ნა ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში არ­სე­ბულ უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქარ­თუ­ლი სამ­წყსოს მღვდლად. მად­ლი­ე­რე­ბით ვა­დი­დებ უფალს, ჩვენს მა­ცხო­ვარ იესო ქრის­ტეს.

გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს მე­გო­ბარს, ავ­სტრა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე მამა მი­ქა­ელს, ასე­ვე მე­უ­ფე ლუ­კას -რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ დევ­ნილ­სა და გა­ძე­ვე­ბულს, რომ­ლებ­მაც მი­პო­ვეს, მხარ­ში და­მიდ­გნენ და ძმუ­რი მხარ­და­ჭე­რა აღ­მო­მი­ჩი­ნეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით და მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ მის უწ­მინ­დე­სო­ბას, პატ­რი­არქ ფი­ლა­რეტს -უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის სუ­ლი­ერ მა­მას, ეკ­ლე­სი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერ­თგულ აღმსა­რე­ბელს.

ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა შეს­წი­რა უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის საქ­მეს და ურ­თუ­ლეს ის­ტო­რი­ულ პი­რო­ბებ­ში და­იც­ვა ეკ­ლე­სი­ის ღირ­სე­ბა, სინ­დი­სი და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა.

მისი მა­მობ­რი­ვი ლოც­ვა და კურ­თხე­ვა ჩემ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.
დღეს მე ვე­კუთ­ვნი უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას - კი­ე­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს და ჩემს სამ­ღვდე­ლო მსა­ხუ­რე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის კი­ე­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს აშშ-ისა და კა­ნა­დის ვი­კა­რი­ატ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი, ღირ­სე­უ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სამ­ღვდე­ლო პირი გა­ი­მე­ტა, თუმ­ცა ღმერ­თი არას­დროს ეგუ­ე­ბა უსა­მარ­თლო­ბას და მისი გან­გე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ამარ­თლებს ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.
დღეს უკ­რა­ი­ნა არის ბიბ­ლი­უ­რი და­ვი­თი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სა­ხით მდგომ გო­ლი­ათს აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­მარ­ცხებს.
ბევრ მოვ­ლე­ნა­ზე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვსა­უბ­რობ, თუმ­ცა ჩემი იმე­დი ღმერ­თზეა - ის პა­სუხს მოს­თხოვს ყვე­ლას, იმ უსა­მარ­თლო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო,რომ­ლებ­მაც მძი­მე დაღი და­ას­ვა ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბას.
მე კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას რუ­სე­თის იმ­პე­რი­უ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ -ახლა უკვე აქ, ახლა უკვე ამე­რი­კა­ში და უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ამ­ბი­ო­ნი­დან.
შე­გახ­სე­ნებთ, ჩემს სი­ტყვებს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აი­ტა­ცა რუ­სეთ­ზე უფრო ამაზ­რზე­ნი არის რუს მორ­წმუ­ნე ქარ­თვე­ლი.
დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას! დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს! დი­დე­ბა ღმერ­თს! ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა..." - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" პეტ­რე კოლ­ხი

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა