გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პედიატრი
გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პედიატრი თამარ ბაკურაძე. სამწუხარო ინფორმაციას ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
,,მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი უსაყვარლესი პედიატრი ქ_ნი თამარ ბაკურაძე — ადამიანი, რომელმაც არაერთი ბავშვის ჯანმრთელობასა და ღიმილს მიუძღვნა თავისი ცხოვრება.
ის იყო გულისხმიერი, პროფესიონალი და უზომოდ მზრუნველი ექიმი.
მისი ნათელი სახელი და სიკეთე მუდამ დარჩება ჩვენი კოლეგების, პაციენტებისა და მათი ოჯახების გულებში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა მათ, ვისაც შეეხო ეს დიდი დანაკლისი.” – წერს ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.












