მშენებლობაზე მუშა დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მუშა მშენებლობაზე დაშავდა.
ჩვენი ინფორმაციითვე, დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო მანიპულაცია უტარდება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
წყარო: პრაიმტაიმი












