ENews.Ge ახალი ამბები

შოკისმომგვრელი კადრები: ექიმმა მწოლიარე პაციენტი სასტიკად სცემა – რა მოხდა კლინიკაში

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და შო­კის­მომ­გვრე­ლი ვი­დეო, რო­მე­ლიც ასა­ხავს თუ რო­გორ სცემს სა­ა­ვად­მყო­ფოს უფ­რო­სი ექი­მი სა­წოლ­ზე მწო­ლი­ა­რე პა­ცი­ენტს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან აგ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მის მი­მართ მეტი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­პყრო­ბა მო­ი­თხო­ვა.კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ აყე­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი მსხვერ­პლის თავს არე­ში დარ­ტყმებს, მა­შინ როცა უმ­წეო პა­ცი­ენ­ტი ხე­ლებს იშ­ვერს, რათა თავი და­იც­ვას, მას ცხვი­რი აქვს და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად მე­ო­რე ექი­მი ცდი­ლობს თავ­დამ­სხმე­ლი შე­ა­კა­ვოს.

  • და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, 36 წლის არ­ჯუნ პან­ვა­რი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის გამო იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შემ­დეგ სა­წოლ­ზე ის­ვე­ნებ­და.

მისი თქმით, ექიმ­მა მას უხე­შად მი­მარ­თა და ჰინ­დურ სი­ტყვა “tu“ გა­მო­ი­ყე­ნა, რაც უც­ნო­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ ით­ვლე­ბა, რო­დე­საც არ­ჯუნ­მა ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და მო­ი­თხო­ვა, რომ მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით ელა­პა­რა­კათ, ამას სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბა მოჰ­ყვა, რაც ექი­მის მხრი­დან მო­უ­ლოდ­ნელ, ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ის ძა­ლი­ან უხე­შად მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და რო­დე­საც ვკი­თხე, ასე თუ ელა­პა­რა­კე­ბი შენი ოჯა­ხის წევ­რებ­საც მეთ­ქი, ექი­მი გა­ცოფ­და და ცემა და­მი­წყო” – გა­ნუ­ცხა­და პან­ვარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

უფ­რო­სი რე­ზი­დენ­ტი ექი­მი რა­გ­ჰავ ნა­რუ­ლა, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში იმ­ლა­ში მდე­ბა­რე ინ­დი­რა გან­დის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში (IGMC) მუ­შა­ობს, გა­სულ ორ­შა­ბათს სამ­სა­ხუ­რი­დან დრო­ე­ბით იქნა ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა