ENews.Ge ახალი ამბები

წარმოუდგენლად შემცირდა“ — გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ქონების ახალი მონაცემები

ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში $4 მილიარდით შემცირდა – ინფორმაციას BM.GE Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ქონება Bloomberg-ს 7.6 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული, ახლა კი მისი ქონების შეფასება 3.6 მილიარდია.
რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 2025 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ინდექსი აშშ-ის სანქციების შემდეგ განაახლა Forbes-მაც, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირა, რითაც ის რეიტინგში 1299-ე ადგილს იკავებს. მაშინ როდესაც 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა