ENews.Ge ახალი ამბები

2 დღეა 200 კაცამდე ვართ ჩარჩენილი გვირაბში” – სოციალურ ქსელში მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე წერენ


არ ვიცი ეს პოსტი როდის აიტვირთება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა:
ეს ქვეყანა თუ კიდევ არსებობს, არსებობს სიკეთის ხარჯზე. 2 დღეა 200 კაცამდე ვართ ჩარჩენილი გვირაბში, ერთამენთის იმედად, უპატრონოდ, მაგრამ არ ვტყდებით, ვისაც რა გვაქვს ერთმანეთს ვაჭმევთ, ვუვლით და ვზრუნავთ.
და ამ დროს ვიღაც , სითბოშიმთქნარება ატეხილი დედაკაცები , გვლანძღავენ, გვწყევლიან და მთავრობას ყველა პასუხისმგებლობას ხსნიან!
მე კი მივდივარ გასართობად, მაგრამ აქ არის ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც უბრალოდ სახლში მიდიან!
და თანაც გართობა დანაშაული არ არის, არა!
ჩვენ ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის გამო არ ჩავრჩით აქ სინამდვილეში, ჩავრჩით იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია არც ტექნიკა და არც პერსონალი დახვდეს უჩვეულებრივეს მოვლენას – თოვლს მზად!
ახლა მეუბნებიან, რომ თურმე მესტიის გზის გახსნა შუქდება! არაფერი არ გახსნილა, ვართ ჩაკეტილები, უბრალოდ ტრაქტორი გამოჩნდა და იმედია ამას მაინც აქვს საწვავი!.
სვანებზე დინჯი და მზრუნველი ხალხი მეორე არ ვიცი! მაშინვე აიღეს პასუხისმგებლობა ნებისმიერი საკითხის ორგანიზაცებაზე, ნამდვილად მასპინძლებივით ჯერ მათ აიღეს ნიჩბები, ჯერ მათ იარეს და გამამხნევებელ სიტყვას გვეუბნებნებიან სულ.
კოტეჯის მეპატრონემაც კი თანხა სრულად დაგვიბრუნა, კიდევ ემოციებში ვართ, არც კი გვიხსენებია ფული, მთელი ღამე გვირეკავდა და გვამხნევებდა.
მართლა ძალიან გადამწვარი ვარ მეტი ვილაპარაკო, მაგრამ ,ჩემი აზრით , სახელმწიფო ზუსტად ზამთარში, ზუსტად თოვაში და ზუსტად “სულ რაღაც ” 200 კაცის დაკიდებაში ავლენს თავს!
ტრაქტორის მძღოლებზე არაფერი მაქვს სასაყვედურო, ხალხი ახალ წელს ტრაქტორში შეხვდა, მაქსიმალური გააკეთეს, მაგრამ ისინი გამოიყურებოდნენ სათამაშოებივით ზვავის ფონზე.”- წერს სოციალურ ქსელში ელისო კივილაძე
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში, მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მესტიის მერი აცხადებს რომ   გზა გათავისუფლებულია, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ კვლავ გვირაბებში არიან ჩარჩენილები.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა