ENews.Ge ახალი ამბები

დღეს დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი

შაბათს, 3 იანვარს, დედამიწაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია მოსალოდნელი. ამის შესახებ ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მოსალოდნელია, რომ დღეს ჩვენს პლანეტამდე მოაღწევს იმ კორონალური მასის ამოფრქვევა, რომელიც მზეზე 31 დეკემბერს მოხდა. ეს გამოიწვევს გეომაგნიტური აქტივობის გაძლიერებას, G3 დონის ქარიშხლის მოკლევადიანი პერიოდების მცირე ალბათობით.

შემდეგ დღეებში მაგნიტური ქარიშხალი გაგრძელდება, თუმცა თანდათან შესუსტდება. Meteoagent-ის მონაცემებით, დღეს Kp-ინდექსი მინიმუმ 6-მდე აიწევს, რაც ასევე მიუთითებს მაგნიტურ ქარიშხალზე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა