ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა,რა ინფორმაცია ვრცელდება.
ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა – გუშინ, 19 იანვრის, 22:30 საათზე “ქართული ოცნების” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 159 პატიმრის შეწყალების შესახებ გაავრცელე ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები გაურკვევლობაში არიან და კითხვით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
გააგრძელეთ კითხვა
ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა - გუშინ, 19 იანვრის, 22:30 საათზე "ქართული ოცნების" პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 159 პატიმრის შეწყალების შესახებ გაავრცელე ინფორმაცია, თუმცა ამ დრომდე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები გაურკვევლობაში არიან და კითხვით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.
პატიმრების ოჯახის წევრები რამდენიმე საათია, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ელოდებიან შეწყალებულ პირებს. მათ ციხის ადმინისტრაციაში ეუბნებიან, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ შეწყალებულთა ოფიციალური სიები.
მსჯავრდებულების ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ და წერენ, რომ "ქართული ოცნება" ხალხს დასცინის.
არასდროს ჩამირთავს საინფორმაციო, რადგან მძულდა, რახან გავიგე, რომ შეწყალებას ეხებოდა საქმე მთელი ორი დღე ვერ მოვცილდი ვერც ტელეფონს და ვერც ტელევიზორს. ისე უმადურები არიან, ტყუილად მოგვცეს იმედი, არ იკმარეს და თავიანთი ხალხი გამოუშვეს. ღმერთმა ყველას გადმოგვხედოს," - წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
პენიტენციურ დაწესებულებასთან არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, 24 საათია რაც ციხესთან არიან და არცერთი გათავისუფლებული პატიმარი არ უნახავთ.











