„მატარებლის ბოლო ვაგონში იყო დაკვამლიანება“ - რა მოხდა თბილისის მეტროში
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ შეფერხება იყო. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ამის მიზეზი მატარებლის ვაგონში გაჩენილი დაკვამლიანება გახდა.
„მატარებლის ბოლო ვაგონში იყო დაკვამლიანება, ტექნიკური მიზეზის გამო, 5-10 წუთი გაგრძელდა შეფერხება. ეს მატარებელი მოიხსნა ხაზიდან და შევიდა ჩიხში“, - განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, მატარებლები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.











