ENews.Ge ახალი ამბები

ომანიდან ნოშიკო ნამორაძის დაქირავებული თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა, რომელშიც ეკა კახიანის შვილები ქეთო და ანასტასია თოფურიძეებიც იმყოფებოდნენ – რას ყვება ბიზნესმენის მეუღლე?



მას შემ­დეგ, რაც შექ­მნი­ლი სამ­ხედ­რო კრი­ზი­სის გამო, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა დღის წეს­რიგ­ში დად­გა, პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი თბი­ლის­ში ომა­ნი­დან უკვე ჩა­მოფ­რინ­და. ბორტზე, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენმა ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძემ და­ა­ორ­გა­ნი­ზა, ეკა კა­ხი­ა­ნის შვი­ლე­ბი – ქეთო და ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე­ე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

  • “რო­გორც იქნა, სახ­ლში ვარ”

ქეთო თო­ფუ­რი­ძე, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობს დუ­ბა­ი­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

“რო­გორც იქნა სახ­ლში ვარ. თბი­ლი­სი, სა­ქარ­თვე­ლო. მად­ლო­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის…“ – წერს ქეთო და აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ქე­თოს დას, მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­დას­ტუ­რა:

“ქეთო და ანას­ტა­სია ჩა­მო­ვიდ­ნენ. ნო­ში­კო და ნინო (სუ­თი­ძე) ჩვე­ნი ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან და სწო­რედ მათი რე­ი­სით გა­მოფ­რინ­დნენ გო­გო­ნე­ბი”, – გვი­თხრა ნი­ნიმ.

  • რას ამ­ბობს ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლე?

ბიზ­ნეს­მენ ნო­ში­კო ნა­მო­რა­ძის მე­უღ­ლე, ნინო სუ­თი­ძე, გან­მარ­ტავს, რომ ეს იყო მე­გობ­რუ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი და მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამ ფაქტს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ მი­ა­წე­რონ:

“მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა მე­უღ­ლემ კი ჩა­მო­იყ­ვა­ნა ისი­ნი, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბო­და. მას­კა­ტი­დან გა­მოფ­რინ­დნენ 14-კა­ცი­ა­ნი ბორ­ტით. ჩვენ ხში­რად ვართ დუ­ბა­ი­ში საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბორტზე ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რე­ბი ის­ხდნენ, ასე­ვე ორი ადა­მი­ა­ნი, იქა­უ­რე­ბი, ვინც ითხო­ვა წა­მოს­ვლა.

ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია – სა­ხელ­მწი­ფოც აკე­თებს რე­ი­სებს და ხალ­ხი ჩა­მოჰ­ყავთ”.

ნახეთ ვრცლად Ambebi.ge-ზე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა