ENews.Ge ახალი ამბები

"სასაფლაოზე მყოფ პირებს არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს, 20 წლამდე ბიჭი თავისა და წელის არეში დაჭრეს" - რა მოხდა ყვარელში: დანაშაულის რა დეტალები ხდება ცნობილი?



ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაპირისპირების დროს 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

ბიჭს ჭრილობები არასრულწლოვანმა მიაყენა. დაშავებული 112 ის ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შილდაში ქორწილის მეორე დღე ახალგაზრდებმა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნეს. სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.

სასაფლაოზე მყოფ პირებს არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჯგუფის წევრმა, ქორწილის მონაწილე ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს მიყენებული" - ნათქვამია გამოცემის "მთავარი ამბები კახეთიდან" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა