ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა თელავში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზატკეცილზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ქალი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა.
,,-პირველადი დათვალიერებით არის ზედა კიდურის მოტეხილობა. ამ წუთებში პაციენტს დამატებითი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც დაიწყება შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.











