ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ინფორმაციას ამის შესახებ Interpressnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა "ფორდის" მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.











