„ტრაგედია დატრიალდა, სიტყვები უძლურია...“ - გორში ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია
გორის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 22 წლის ბიჭი სპირიდონ ტატიაშვილია.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს საღამოს, გორი-მეჯვრისხევის გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რა დროსაც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.











