ENews.Ge ახალი ამბები

წალენჯიხაში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები



წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 6 პირი, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ნაწილს ადგილზე გაეწია დახმარება. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და სასწრაფოს ბრიგადა.

შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა