ცნობილია უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა – ქალი სასწრაფო დახმარების ექიმი იყო
წყალტუბოში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალბატონი ნინო კიკალიშვილი, წყალტუბოს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იყო.
როგორც ირკვევა, ქალბატონს ვერ დაუკავშირდნენ ტელეფონზე და ამის შემდეგ დაიწყო მისი ძებნა. სამაშველო გამოიძახეს და კარის შემტვრევის შედეგად შევიდნენ ბინაში, ამ დროს იპოვეს გარდაცვლილი ცოლ ქმარი ბინაში.
- გარდაცვლილები არიან ნინო კიკალიშვილი და ილარიონ ქათამაძე.
“ვუსამძიმრებ ოჯახს. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი” – გვეუბნება ადგილობრივი.












