ENews.Ge ახალი ამბები

“მე ვარ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, სხვათა შორის, იურიდიულად მოქმედი ცოლი” – ვინ არის გია სურამელაშვილის მეუღლე და ერთადერთი შვილის დედა



გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, მაია კვესელავა, ალექსი მეგრელიშვილის გადაცემის “უეჭველი ქართველია”, სტუმარია. მან გადაცემაში ცნობილი მომღერლის, შვილისა და წარსულის შესახებ ისაუბრა. 

შეხვედრა მომავალ მეუღლესთან

„მე ვარ გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლე, სხვათა შორის, იურიდიულად მოქმედი ცოლი. არ მიყვარს არც კამერები, არც ჟურნალისტები. და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში. შემ­დეგ დედა და მამა გა­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და გა­და­ვე­დით ქო­ბუ­ლეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. მე დე­დას გავ­ყე­ვი. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე კრას­ნო­დარ­ში. ვარ ფრან­გუ­ლი ენის და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი. შემ­დეგ და­ვო­ჯახ­დი, გა­მიჩ­ნდა შვი­ლი. ჩემი პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. გია ამ­ბობ­და, დედა უნდა იყოს შვილ­თა­ნო. გია ძა­ლი­ან კარ­გი მამა იყო. მალე დავ­შორ­დით. ქორ­წი­ნე­ბი­სას მე 22 წლის ვი­ყა­ვი, გია 18-ის. 1987 წელს შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი. თა­ვი­დან ნორ­მა­ლუ­რად ვცხოვ­რობ­დით. შემ­დეგ გია ჯარ­ში წა­იყ­ვა­ნეს, მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ჯა­რი­დან, რად­გან შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ბა­თუმ­ში მსა­ხუ­რობ­და, მე და ბავ­შვი ქო­ბუ­ლეთ­ში ვცხოვ­რობ­დით…“

გია სურამელაშვილის კარიერა

„ნუ­გო­ზე რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, მა­შინ იყო ასე­თი კონ­კურ­სი – „ჩვენ ვე­ძებთ ტა­ლან­ტებს“. ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ტარ­დე­ბო­და და გიამ, ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა და ცხო­ნე­ბულ­მა ლელა სი­ხა­რუ­ლი­ძემ გა­ი­მარ­ჯვეს. აქე­დან დაიწყო გიას კა­რი­ე­რა. მერე აიყ­ვა­ნა თა­ვის ორ­კესტრში პევზნერ­მა. პევზნე­რის მერე „პი­რა­მი­და­ში“ მღე­რო­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რომ და­ი­შა­ლა, სოლოკა­რი­ე­რა და­ი­წყო…“

ემიგრაცია

“აი­რია სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან ჭირ­და მა­შინ, 90-იან წლებ­ში. უკვე მარ­ტო­ხე­ლა დედა ვი­ყა­ვი და გა­დავ­წყვი­ტეთ მოს­კოვ­ში წას­ვლა. ჯერ მარ­ტო წა­ვე­დი, შემ­დეგ დედა წა­ვიყ­ვა­ნე, მერე – ნუგო. დე­დას მოს­კოვ­ში ორ­ჯერ ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, მთხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მიყ­ვა­ნე, იქ მოვ­კვდეო. ასე დავ­ბრუნ­დით. ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჩემ­თვის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ სრუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი დე­და­ზე. ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვობ­ლდი. იმ­დე­ნად არ ვი­ყა­ვი ამ და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას შეჩ­ვე­უ­ლი, რომ და­ვი­ბე­ნი. რამ­დე­ნი­მე წელი ვმუ­შა­ობ­დი მო­ლა­რედ, შემ­დეგ უკვე სა­ბავ­შვო ბაღ­ში…

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ღარ გავ­ჩერ­დი. წა­ვე­დი შვე­დეთ­ში, სა­დაც ორი წელი ვმუ­შა­ობ­დი და­ლა­გე­ბებ­ზე. სხვა პერ­სპექ­ტი­ვა ქარ­თვე­ლებს არ აქვთ. ან არი­ან მომ­ვლე­ლე­ბი, ან დამ­ლა­გებ­ლე­ბი, მაგ­რამ შვე­დეთ­ში მომ­ვლე­ლე­ბი არ სჭირ­დე­ბათ, იმი­ტომ, რომ სას­წა­უ­ლი მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბი აქვთ. შემ­დეგ მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ამე­რი­კა­ში. ჩემი რძა­ლი ამ­ბობს: „ინ­გლი­სის დე­დო­ფა­ლი ხომ უპას­პორ­ტოდ დაფ­რი­ნავ­და ყველ­გან“, და ხუმ­რობს ხოლ­მე: „მე­ო­რე დე­დო­ფა­ლი სახ­ლში მყავ­სო, სა­დაც უნდა, იქ დაფ­რი­ნავს, პრობ­ლე­მა არა აქვს არ­სა­დო“. ზუს­ტად ოთხი წელი გახ­და. ვმუ­შა­ობ ძა­ლი­ან კარგ ბა­ბუ­ას­თან, არი­ან ოდე­სე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი. აი, მა­გა­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. დი­ლით მივ­დი­ვარ, სა­ღა­მო­თი მოვ­დი­ვარ.“

ვინ არის გია სურამელაშვილის ყოფილი ცოლი?

მაშინ როცა გია სურამელაშვილის კარიერის ზენიტში იყო მან ცოლად მაია კვესელავა შეირთო, თუმცა ეს ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. გიასა და მაიას ერთი შვილი, ნუგო შეეძინათ, თუმცა ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვის აღზრდა კი გიას და მის ოჯახს დაეკისრა.

„ყურადღებიანი მამა იყო, ბევრ საჩუქარს მიკეთებდა ყოველთვის. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მამები შვილების მიმართ, ალბათ, ყოველთვის მკაცრები არიან, მამის პოზიცია ეჭირა. თუ გაბრაზდებოდა, მაქსიმუმ ორი დღის მანძილზე ფული არ მოეცა, სულ ეს იყო. მე მუსიკალური მონაცემები არ მაქვს, არასდროს მიცდია სიმღერა“, – ამბობდა ნუგო სურამელაშვილი მამის შესახებ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა