როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშრიების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.












