დაიღუპა პოლიციელი, 52 წლის ქალი – სად მოხდა შემთხვევა
ყვარელში ავარიის შედეგად პოლიციელი, 52 წლის ქალი დაიღუპა | ინფორმაციას გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს და წერს, რომ ავარია ცოტა ხნის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მათივე ცნობით, სწორედ ამ მანქანაში იჯდა პოლიციელი, რომელიც შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები











