“ლიანდაგზე გადადიოდნენ და-ძმა, გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო” – გურიაში მოზარდს მატარებელი დაეჯახა
გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. “გურიანიუსის”ინფორმაციით, შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში დღეს მოხდა.
კინიგზის ლიანდაგზე გადადიოდნენ ბავშვები, და-ძმა. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა”.
წყაროს ცნობით, დაშავებული ბავშვი ლანჩხუთის “მედალფას” კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში. არსებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული












