ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?
აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.15 თეთრით გაუფასურდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.65 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.69 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5657 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.07 თეთრი შეადგინა.











