რატომ დაეშვა დღეს თბილისში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი?
თბილისის აეროპორტში დღეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაეშვა | ინფორმაციას Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ თბილისში ის ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაეშვა, მოგვიანებით კი, 16:03 საათზე, სამხრეთის მიმართულებით გაფრინდა. ცნობილია, რომ ის გერმანიის ქალაქ რამშტაინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან გამოფრინდა. Flightradar24-ზე მისი მიმართულება მითითებული არაა, თუმცა ჩანს, რომ მან სომხეთის საჰაერო სივრცე უკვე გადაკვეთა და თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა, რის შემდეგაც რადარიდან საერთოდ გაქრა. ამ დროისთვის თბილისში მისი დროებით გაჩერების მიზეზი უცნობია სრულად წაკითხვა..











