ENews.Ge ახალი ამბები

ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს



ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს.

არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა.

სოფელში მერის წარმოადგენელის, დავით კოხოძის თქმით, მაშველების მიერ ნაპოვნი ქალის ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა