ENews.Ge ახალი ამბები

10 წლის ბავშვს დაეჯახა – “თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ბურ­თით თა­მა­შობ­და”



გორ­ში, კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 10 წლის ბიჭ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

თვითმხილ­ველ­თა თქმით, მო­ზარ­დი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ბურ­თით თა­მა­შობ­და და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე ბურთს გა­ე­კი­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა.

და­შა­ვე­ბუ­ლი ბიჭი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. იგეგ­მე­ბა მისი რე­ფე­რი­რე­ბა გო­რი­დან თბი­ლის­ში – ბავ­შვთა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა