ENews.Ge ახალი ამბები

„ბინაში ნახეს გათიშულები ორივე…“ – ტრაგიკულად დაღუპულ წყვილზე მათი ახლობელი საუბრობს



თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ბინაში გათიშულები იპოვეს.

“გუ­შინ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ზის გა­ჟონ­ვით არი­ან მო­წამ­ლუ­ლე­ბი და და­ღუ­პუ­ლე­ბო. ნა­ხეს ბი­ნა­ში გა­თი­შუ­ლე­ბი ორი­ვე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი წყვი­ლი იყო. შარ­შან იქორ­წი­ნა შა­კომ ელე­ნე­ზე. ჩვენს თვალ­წინ გაზ­რდი­ლია, 22 წლის იყო შაკო. ზა­ჰეს­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მე­უღ­ლე შე­ირ­თო, გა­და­ვიდ­ნენ ვარ­კე­თილ­ში და იმ ბი­ნა­ში დატ­რი­ალ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია ამ დროს. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლე­ბი ვართ ამ ამ­ბით. გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ჯერ კი­დევ პრო­ზექ­ტუ­რა­ში იყო ცხედ­რე­ბი. უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა მომ­ხდა­რი. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვიცი.

ელე­ნეს ისე კარ­გად არ ვიც­ნობ­დი, ლა­მა­ზი გოგო იყო. სა­ოც­რად კარ­გი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მშრო­მე­ლი და კე­თი­ლი იყო ჩვე­ნი შაკო. სა­ოც­რად კარ­გი ხელი ჰქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და. ახ­ლაც რა­ღაც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე მუ­შა­ობ­და. აქ­ტი­უ­რი იყო სო­ცი­ალ ქსელ­შიც, ტი­კტოკ გვერ­დიც ჰქონ­და, სა­დაც თა­ვის ნა­მუ­შევ­რებს დებ­და და ხალ­ხს ეც­ნო­ბო­და” – ამ­ბობს შა­კოს ახ­ლო­ბე­ლი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა