5-დღიანი ძებნის შემდეგ, 64 წლის მამაკაცი ცოცხალი იპოვე
5-დღიანი ძებნის შემდეგ, 64 წლის ბორია გახარია ცოცხალი იპოვეს. ინფორმაციას მამაკაცის პოვნის შესახებ ოჯახი ადასტურებს. "თბილისში ნახეს, უვნებლად და მალე სახლში დააბრუნებენ. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო ღონისძიებებში.“
შეგახსენებთ, სამტრედიის მკვიდრს, ბორია გახარიას, 1-ლი აპრილიდან ეძებდნენ.











