ENews.Ge ახალი ამბები

ვრცელდება შემზარავი კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა



მაჰაჩყალაში წყალდიდობის შედეგად მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. მედიაში კადრები ვრცელდება.

გამოცემა Nexta-ს ცნობით, დაღესტანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სტიქიამ ერთდროულად რამდენიმე ქალაქი – დერბენტი, მაჰაჩყალა და ხასავიურტი მოიცვა.

საცხოვრებელი კორპუსებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

გამოცემა წერს, რომ ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე ათასობით ადამიანი დარჩა, ავტომობილები კი წყლითაა დაფარული.

დაღესტანში სტიქია 28 მარტის შემდეგ გრძელდება, სტიქიურად აქტიურ ზონებში კი სადრენაჟე სისტემები არ არის, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა