ENews.Ge ახალი ამბები

შემზარავი ავარიის ახალი დეტალები - დაღუპულია მამაკაცი



თბილისის შემოვლით გზაზე, რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტოს ცნობით, ერთმანეთს ევაკუატორი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა მსუბუქი მანქანის მძღოლი. დაღუპული შუახნის მამაკაცია.

დაშავებულია ევაკუატორის მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა