ENews.Ge ახალი ამბები

„ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა” – რას წერს ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ?



ლიკა კუჭუხუძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის გარდაცვლილ მეუღელეს, ბაჩო ლასარეიშვილს ეხება.

ლიკა რამდენიმე დღის წინ, „ნოესთან“ იყო გადაცემაში, სადაც მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

სწორედ ამ გადაცემაში თქვა ლიკამ, რომ მისი მეუღლე მამის გარეშე გაიზარდა.

გოგონა აღნიშნულ თემაზე წერს და ამბობს, რომ ბაჩოს ცხოვრებაში მამა არასოდეს არსებობდა. ლიკა ასევე წერს, რომ მისი მეუღლე დედამ და ბიძამ გაზარდეს.

„ჩემი მეუღლის მონაყოლიდან რაც ვიცი ეს არის, რომ ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა. ამის შემდეგ არც უნახავს, არც მაშინ უნახავს მამამის სკოლაში რომ შევიდა, არც მაშინ სკოლა რომ დაამთავრა, არც მაშინ ცოლი რომ მოიყვანა და არც მაშინ როცა გარდაიცვალა. არასდროს ყოფილა ბაჩოს გვერდით რთულ და კარგ დღეებში. მაგრამ ჩემ მეუღლეს ბიძია ჰყავდა, ვინც აღზარდა ნამდვილ ვაჟკაცად და ადამიანად!

ბაჩო გაზარდა დედამ, ბიძიამ და ოჯახის წევრებმა, იმ ადამიანებმა, ვინც რეალურად იყვნენ მის გვერდით და მის ცხოვრებაში.

ამიტომ ძალიან უსამართლოა, როცა დღეს ვინმე მას „მამად“ მოიხსენიებს და თანაგრძნობას გამოხატავს.

მშობლობა სიტყვა არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა, ყოფნა და სიყვარული.

და ყველა არ არის ღირსი, ამ სტატუსს ატარებდეს.

სიმართლე ის არის, რომ ბაჩოს ცხოვრებაში მამა არასოდეს არსებობდა,“ – წერს ლიკა კუჭუხიძე.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა