ENews.Ge ახალი ამბები

ახალი ინფორმაცია 4 წლის ბიჭზე,რომელმაც ხურდა გადაყლაპა



დროებით ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ექიმებმა მცირეწლოვანის ორგანიზმიდან გადაყლაპული ხურდა ფული წარმატებით ამოუღეს.
შეგახსენებთ, შემთხვევა 11 აპრილს ოკუპირებულ გალში მოხდა. პაციენტი თავდაპირველად ზუგდიდში გადმოიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სირთულის გამო, მისი ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ დროისთვის ბავშვი ოჯახთან ერთად სახლში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა