მთელი 10 წელი მაცხოვრეს ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა, პასუხებში წერია:” – რა დიაგნოზი დაუსვეს ეკა კვალიაშვილს თურქეთის კლინიკაში
მომღერალი ეკა კვალიაშვილი ჟურნალ “სარკესთან” იმ დაავადებაზე საუბრობს, რომელიც მცირე ხნის წინ თურქეთში დაუდგინეს.
ახლხან თურქეთში გახლდით, სამსუნგის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ცუდად წავიქეცი, ფეხი დავიზიანე. სიარული მიჭირდა და ამ ტრავმის გამო წავედი თურქეთში. საქართველოში ვისთანაც მივედი, ვერაფერი მომიხერხეს. გავაკეთე კონცერტები, შევაგროვე თანხა, თურქეთში რომ გამეგო, რის გამო მიჭირს სიარული.
პასუხებში წერია: არანაირი გაფანტული სკლეროზი არ მაქვს, ეს არის ავტოიმუნური დაავადება, ოღონდ არა გენეტიკური. უბრალოდ ეს არის გლუტენის აუტანლობა. მთელი 10 წელი მაცხოვრეს ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა.
სხვათა შორის, რომ ამბობდნენ, გაფანტული სკლეროზიო, ჩემ თავზე არ ვიღებდი, ასე მეგონა, სხვაზე საუბრობდნენ. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ეს დაავადება მჭირდა, არც განვიცდიდი… გადავედი უგლუტენო საკვებზე, ჩაწყნარდა ორგანიზმი და დავისვენე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვამბობდი, ჩემი განკურნება სასწაულებრივი იქნება – მეთქი და ასეც მოხდა. სულ სხვა საკითხზე ჩასული, სულ სხვა პრობლემა აღმომაჩნდა“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში ” სარკე”.











