ENews.Ge ახალი ამბები

პროტესტი შს წინააღმდეგ – რა ხდება მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებზე?



მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი მოქალაქეების პროტესტს იწვევს. მათ ეჭვი აქვთ, რომ ქალაქის გამოცდაზე მიზანმიმართულად ჭრიან. გამოცდების თავიდან ჩაბარება კი დიდ ფინანსებს მოითხოვს. ერთი მოქალაქე ვარაუდობს, რომ სამინისტროს თანამშრომლებს წინასწარი ინსტრუქცია აქვთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონო მართვის მოწმობის გარეშე, რადგან ყოველი მომდევნო გამოცდა ფასიანია, გეგმიური 90, ხოლო არაგეგმიური 250 ლარი ღირს.

სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მართვის მოწმობის აღებას თვეებია, უშედეგოდ ცდილობს. ყველაზე ხშირია ქალაქის გამოცდაზე ქვეითების გადაადგილების გამო ჩაჭრა. მაგალითად, შესაძლოა ფეხით მოსიარულე ე.წ ზებრა გადასასვლელზე იდგეს, მაგრამ არ მოძრაობდეს და ავტომობილის დაძვრის შემდეგ დაიწყოს ქუჩაზე გადასვლა, რის გამოც აპლიკანტს ჭრიან. შესაბამისად გამოსაცდელებს ეჭვი აქვთ, რომ ქვეითებს სპეციალურად აყენებენ ქუჩებზე, რომ მათ დაბრკოლება შეუქმნან.

ის რომ მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი, ვინც გამოცდებს იბარებს მაქინაციებში  იყო ჩართული ეს ორი კვირის თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, როდესაც დააკავეს პირი, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის დროს მის მიერ ჩაჭრილ მოქალაქეებს, შეგნებულად აგზავნიდა ახლობელთან მეცადინეობების ჩასატარებლად, სანაცვლოდ კი წილს იღებდა. პრობლემურია გამოცდის დაჯავშნის პროცედურებიც, გეგმიურ 90-ლარიან გამოცდაზე ადგილი არასოდეს აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბრალდებებს უარყოფს, ამბობენ, რომ თუ მოქალაქეები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გაასაჩივრონ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა