ENews.Ge ახალი ამბები

„უკანონოდ გადაიღო დაზარალებულთან სქესობრივი აქტი და მის ყოფილს პარტნიორს გაუგზავნა…“ – სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო



ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის შეუწყნარებლობის მოტივით, სოციალური ქსელების მეშვეობით დაზარალებულთან, მისთვის არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია. ასევე ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტომასალას.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ გადაიღო და ინახავდა მეორე დაზარალებულთან სქესობრივი აქტი, რომელიც სოციალური ქსელის „ინსტაგრამის“ საშუალებით მის ყოფილ პარტნიორს გაუგზავნა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა