ENews.Ge ახალი ამბები

"ამ გოგოს გულშემატკივარი თუ ჰყავს? მესმის, რომ დედისთვის რთულია საკუთარ შვილზე უარის თქმა, მაგრამ მაინც ეს კითხვა მქონდა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი "ტიკტოკერ" თეკლა გერსამიაზე



გა­სულ კვი­რას ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს ბოლო დრო­ის ერთ-ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ქალს, თეკ­ლა გერ­სა­მი­ას. მას ბრა­ლად ედე­ბო­და ქმრის, ლუკა და­რა­სე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა. და­კა­ვე­ბულ "ტი­კტო­კერს“ 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნინო ნა­ჭყე­ბი­ამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა გერ­სა­მია ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.12-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი ერ­თხმად, პირ­ველ 4 სა­ათ­ში მი­ი­ღო.

თეკ­ლა გერ­სა­მია ბრალს არ აღი­ა­რებს. თუმ­ცა მოკ­ლუ­ლი ლუკა და­რა­სე­ლი­ას დე­დას სჯე­რა, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ის სი­მარ­თლეს ამ­ბობს, მაგ­რამ ბრა­ლის წარ­დგე­ნის შემ­დეგ კი უკვე ცდი­ლობს თავი აა­რი­დოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­სულ კვი­რას ესარ­თი­ამ ინ­ტერ­ვიუ მის­ცა, გა­და­ცე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვით ეხ­მა­უ­რე­ბა. გა­და­ცე­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, რად­გან ინგა ესარ­თი­ას ინ­ტერ­ვიუ საკ­მა­ოდ მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. დედა, რო­მელ­საც შვი­ლი მო­უკ­ლეს, გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დენ­ჯერ­მე ატირ­და.

"გა­და­ცე­მა­ში მყავ­და, გოგო უფრო, ვიდე ქალი. 41 წლის გოგო, რო­მელ­საც შვი­ლი მო­უკ­ლა "ტი­კტო­კერ­მა" გო­გომ. ეს ბიჭი სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­დე­ნი ტრა­დი­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უწევ­და. იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას ფიქ­რო­ბენ, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, ოჯა­ხი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ სტიგმე­ბით სავ­სე ქვე­ყა­ნა­ში მო­ა­ხერ­ხა, შვი­ლი­ა­ნი გო­გოს ცო­ლად მოყ­ვა­ნა. ამ­ბა­ვი რო­გორ დას­რულ­და? მოდი გულ­წრფე­ლად ვთქვათ, რომ ერთხელ მა­ინც გაგ­ვი­ფიქ­რე­ბია ყვე­ლას, რომ ეს ბიჭი ხომ არ ძა­ლა­დობ­და ამ გო­გო­ზე? და ხომ არ იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­დაც­ვა? თუმ­ცა როცა იგებ, რომ არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა ძა­ლა­დო­ბის არ იყო, ფიქ­რობ, რომ ამ დროს ამ გო­გოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი თუ ჰყავს. მეს­მის, რომ დე­დის­თვის რთუ­ლია სა­კუ­თარ შვილ­ზე უა­რის თქმა, გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტი­მარ შვილ­ზე უა­რის თქმა, მაგ­რამ მა­ინც ეს კი­თხვა მქონ­და - ამ გო­გოს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი თუ ჰყავს, იმ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რაც მოხ­და" - ამ­ბობს ნა­ნუ­კა.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში, 22 აგ­ვის­ტოს მოხ­და. თეკ­ლას გერ­სა­მი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა