75 წლამდე ასაკის ქალს, რომელიც შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა, მანქანა დაეჯახა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი
ავარია თელავში - მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე მოხდა.75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტების ჯგუფი.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.ავარიის გამო ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.











